ასეთივე სადა, კულტურული და მშვიდი ცერემონია იყო, როგორი პრეზიდენტიც გვყავს - გოგი ჭიჭინაძე
გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციიდან გამოსულმა ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ცერემონია შეაფასეს. როგორც რეჟისორმა და კლიპმეიკერმა ბასა ფოცხიშვილმა განაცხადა, ცერემონია ლამაზი, ზომიერი და ამაღლებული იყო. მან ქართველ ხალხს ისეთი ქვეყანა უსურვა, სადაც პოლიტიკა არავის აინტერესებს. დირიჟორმა გოგი ჭიჭინაძემ კი ცერემონია თავად ახლად არჩეულ პრეზიდენტს შეადარა.