loader

პრეზიდენტ მარგველაშვილის პირველი სამუშაო დღე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტ მარგველაშვილის პირველი სამუშაო დღე

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი სამუშაო დღე სახელმწიფო კანცელარიაში 09:00 საათზე დაიწყო.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის სამუშაო ოთახი კანცელარიის მე-10 სართულზეა განთავსებული, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი მუშაობდა.

საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო დღე თავის გუნდის წევრებთან კონსულტაციებით დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო შეხვედრა ლაშა აბაშიძესთან, ივანე მაჭავარიანთან, შალვა რამიშვილთან და თინათინ მჟავანაძესთან გამართა.

საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე გამოსცა განკარგულება საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წამოყენების შესახებ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე

იხილეთ ასევე:
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სამუშაო კაბინეტი აკურთხეს

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე