ეგვიპტეში მომხდარ ავარიას საქორწილო ესკორტი ემსხვერპლა
სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, 27-ზე მეტი კი დაშავდა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროსთან ახლოს მომხდარი ავარიის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გიზას რაიონში, სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა, რა დროსაც მატარებელი მანქანასა და მიკროავტობუსს შეეჯახა. წინასწარი მონაცემებით, ავარია მატარებლის მძღოლის უყურადღებობამ გამოიწვია.