loader

ყველაზე ცნობილი კადილაკი "ჰერცოგინია" და სხვა უნიკალური ავტომობილები სოტბის აუქციონზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე ცნობილი კადილაკი "ჰერცოგინია" და სხვა უნიკალური ავტომობილები სოტბის აუქციონზე

21 ნოემბერს ნიუ-იორკში სოტბის აუქციონი, Art of the Automobile-ის ფარგლებში, უნიკალური ავტომობილების გაყიდვას გეგმავს. აუქციონის მთავარ ლოტს ისტორიული მნიშვნელობის, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კადილაკი ”ჰერცოგინია” წარმოადგენს. მანქანა სპეციალურად უინძორის ჰერცოგისთვის დამზადდა, რომლითაც იგი ჰერცოგინიასთან ერთად 1941 წელს ნიუ იორკში ყოფნისას გადაადგილდებოდა.

კლასიკური მანქანების აუქციონის ვიცე-პრეზიდენტის, ალან სქუინდოს თქმით, კადილაკის ყიდვის მსურველები შეიძლება იყვნენ ჩვეულებრივი მანქანის მოყვარულებიც და ისეთებიც, ვისაც კონკრეტულად "ჯენერალ მოტორსის" მანქანები ხიბლავთ; ან სულაც ადამიანები, ვისაც ზოგადად, ისტორია ან კერძოდ, სამეფო ისტორია აინტერესებს და აგროვებს მასთან დაკავშირებულ რელიქვიებს.

მანქანის საწყისი ფასი 800 000 დოლარი იქნება. თუმცა "ჰერცოგინია" აუქციონის ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი არ არის. ეს პატივი 1964 წელს გამოშვებულ "ფერარის" 250 LM მოდელს ერგო. მისი გაყიდვა 12-15 მილიონი დოლარის ფარგლებში იგეგმება. აუქციონზე ასევე წარმოდგენილი იქნება 1959 წელს გამოშვებული ვერცხლისფერი ”ფერარი”, მოდელი 250 GT SWB, რომლის გაყიდვასაც 6.5-დან 8.5 მილიონ დოლარამდე ვარაუდობენ.