კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა იტალიის კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის გამო ასობით ადამიანი ევაკუირებულია, მაშველები კი ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს. წყალდიდობა ციკლონმა "კლეოპატრამ" გამოიწვია და სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად სარდინიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ოლბია დაზარალდა.
მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით
მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით