loader

მალე მოსახლეობა გაიგებს, როგორ ხდებოდა ადამიანების უგზო-უკვლოდ დაკარგვა - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მალე მოსახლეობა გაიგებს, როგორ ხდებოდა ადამიანების უგზო-უკვლოდ დაკარგვა - ირაკლი ღარიბაშვილი

უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების უგზო-უკვლოდ დაკარგვა და შემდეგ რა ბედი ეწიათ მათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ამით ირაკლი ღარიბაშვილი მესტიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს გამოეხმაურა, რომელმაც პრემიერობის კანდიდატს დავით ცინდელიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს იყო რეალობა, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ იკარგებოდა.

მისივე თქმით, მას არ სურს გამოძიების დასრულებამდე რაიმე დამატებითი კომენტარი გააკეთოს, თუმცა, ადასტურებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ადამიანის გატაცება და მათი ლიკვიდაცია ხდებოდა.

ასევე იხილეთ:
-რა ნაკლი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს?

-გიორგი ბარამიძემ ირაკლი ღარიბაშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე