მოკლე მეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც ოსკარს უწინასწარმეტყველებენ - "გრავიტაციის" შემქნელებისგან
ალფონსო კუარონის ფილმში "გრავიტაცია" ერთ-ერთი მონაკვეთში სანდრა ბალოკის გმირი ცდილობს დედამიწას დაუკავშირდეს და დახმარება ითხოვოს, თუმცა, ამაოდ. იგი აღმოაჩენს, რომ დაუკავშირდა უცნაურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანს, რომელსაც არ შუძლია მისი გაგება. საუბრიდან მას მხოლოდ ძაღლის და ბავშვის ხმების გარჩევა შეუძლია. მოკლემეტრაჟიან ფილმში ნაჩვენებია სწორედ ის პიროვნება, ვისაც სანდრა ბალოკი დაუკავშირდა.