loader

მოსკოვის მეტროში მამაკაცს მგზავრების თვალწინ ესროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვის მეტროში მამაკაცს მგზავრების თვალწინ ესროლეს

მოსკოვში, ერთ-ერთ მეტროპოლიტენში პისტოლეტით შეიარაღებულმა ორმა მამაკაცმა მგზავრს ესროლა. კონფლიქტი, რომელიც სროლით დასრულდა, 17 ნოემბერს მოხდა. Life News-ი სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს.

კადრებში ჩანს ვაგონში მსხდომი ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთა ყურადღებას საპირისპიროდ მჯდომი მგზავრი იპყრობს. მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ვაგონში ათობით მგზავრი ზის, ერთ-ერთი მამაკაცი ყველას თვალწინ პისტოლეტს იღებს და მსხვერპლს მუცელში ესვრის, შემდეგ კი წიხლებს ურტყამს და კიდევ ერთხელ ისვრის მისი მიმართულებით.

მძიმედ დაჭრილი მამაკაცი, რომელიც დაღესტნის მოქალაქე, 30 წლის ხაშიმ ლატიპოვუ აღმოჩნდა, მგზავრებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კადრებში გარკვევით ჩანს დამნაშავეების სახეები, თუმცა პოლიციამ ჯერჯერობით მათი დაკავება ვერ მოახერხა.


ასევე იხილეთ:

"მოკალით! წინ, რუსებო!" - როგორ უსწორდებიან მოსკოვის მეტროში არარუსებს

რუსმა ნაციონალისტებმა შეცდომით სლავი მამაკაცი სცემეს, რადგან "ჩამოსული" ეგონათ