ჩინეთში ნავთობსადენის აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა
დაახლოებით 22 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში ნავთობსადენის აფეთქების შედეგად. ძლიერი აფეთქება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, შანდონგის პროვინციაში მოხდა. ამჟამად მეხანძრეები სიტუაციას აკონტროლებენ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.