loader

გიორგი ფარესიშვილი პროკურატურისგან დაცვის გამოყოფას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ფარესიშვილი პროკურატურისგან დაცვის გამოყოფას ითხოვს

გიორგი ფარესიშვილი, რომლის პირადი ცხოვრების შესახებ სკანდალური ვიდეომასალა გავრცელდა, პროკურატურისგან დაცვის გამოყოფას ითხოვს. ამ საკითხზე მან ახალ მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართა.

ფარესიშვილი ახალ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლაშა ნაცვლიშვილის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ფარესიშვილი, რომელიც მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილსა და შს მინისტრის ყოფილ მოადგილ გელა ხვედელიძეს ბიზნესტერორში ადანაშაულებს, ამბობს, რომ არსებობს მასზე ანგარიშსწორების საფრთხე.

ამ დრომდე სოციალურ ქსელში სკანდალური მასალის გავრცელებისთვის ბრალი მხოლოდ გელა ხვედელიძეს აქვს წაყენებული, თუმცა, მან ჩვენება შეცვალა და თავს დამნაშავედ არ სცნობს, ასევე იყენებს დუმილის უფლებას.
ხვედელიძის თანამდებობა, რომელიც შს მინისტრობის დროს ღარიბაშვილის მოადგილე იყო, სწორედ ამ კადრების სოციალურ ქსელში გავრცელების ბრალდებას შეეწირა. იგი ჯერ დააკავეს, შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს. საქმეს საქალაქო სასამართლო იხილავს.