loader

აღდგომის დღესასწაულზე მეტრო და ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აღდგომის დღესასწაულზე მეტრო და ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ღამეს თბილისის მეტროპოლიტენი ღამის 03:00 საათამდე ღია იქნება, ღამის თორმეტი საათის შემდეგ კი, უფასო იქნება.

ასევე, აღდგომის დღეს და ორშაბათს დამატებითი 6 მარშრუტი დაინიშნება, სასაფლაოების მიმართულებით 80 ავტობუსი იმოძრავებს.
უფასო ავტობუსები იმოძრავებენ 08.00-დან 18.00 საათამდე, შემდეგ მიმართულებებზე: მ/ს "დიდუბე" – მუხათგვერდი; ვაშლიჯვარი; მ/ს "ვაგზლის მოედანი", "მარჯანიშვილი" – კუკია; მ/ს "დელისი" – საბურთალო; მ/ს "სარაჯიშვილი" – თბილისის ზღვა ჭიჭინაძის ქ. 25-ე კორპ. - ველი.

უფლის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი სამყარო წელს 24 აპრილს აღნიშნავს.

სპეციალური სამუშაო რეჟიმით მუშაობს საქართველოს რკინიგზაც. 21 აპრილიდან დამატებითი რეისი დაინიშნა თბილისიდან სენაკის და ოზურგეთის მიმართულებით, ამ რეისზე შემადგენლობებს ვაგონებიც დაემატებათ.

სპეციალური რეჟიმი რკინიგზაზე 29 აპრილამდე გაგრძლედება. რაც შეეხება ბილეთების ფასს, რკინიგზის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფასებთან დაკავშირებით არანაირი ცვლილებები არ იქნება.