loader

უკურნებელი სენით დაავადებულმა გოგონამ შეყვარებულზე იქორწინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკურნებელი სენით დაავადებულმა გოგონამ შეყვარებულზე იქორწინა

18 წლის ლესლი რივერას 2013 წლის აპრილში ლეიკემია დაუდგინეს. დაავადება უკვე ტერმინალურ სტადიაზეა და ექიმების თქმით, გოგონას სიცოცხლის რამდენიმე თვე დარჩა. სიკვდილის წინ ლესლის ერთადერთი სურვილი ჰქონდა - ექორწინა საყვარელ მამაკაცზე.

წყვილმა ერთმანეთი 2012 წელს, სკოლაში გაიცნო, რამდენიმე თვეში კი ლესლის უკურნებელი სენი დაუდგინდა. ლესლის თანატოლი დანიელ მენდესი საყვარელ გოგონას გვერდიდან არ მოსცილებია და ავადმყოფობის მძიმე თვეებს თანადგომით უმსუბუქებდა.

ლესლი რივერას საოცნებო ქორწილი ორგანიზაცია Make-A-Wish-მა დაგეგმა და განახორციელა. დღესასწაულზე იყო ყველაფერი, რაზეც თინეიჯერ გოგონას უოცნებია: საქორწინო ცერემონია მისი საყვარელი ფილმის, "ბინდის" მსგავსად; ლამაზი კაბა, ყვავილებით მორთული დარბაზი და საყვარელი ადამიანები.