იანუკოვიჩი ვან დამის ილეთს იმეორებს
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო რგოლები, სადაც უკრაინის პრეზიდენტის, ვიკტორ იანუკოვიჩის ევროკავშირთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაა გაშარჟებული. რუსეთი თუ ევროკავშირი? - ამ დილემას უკრაინის პრეზიდენტი ჟან კლოდ ვან დამის ილეთით პასუხობს. ვიდეო რგოლის შემქმნელებმა მას ამჯერად ვან დამის ის პოპულარული ილეთი ”გააკეთებინეს”, რომლის დემონსტრირებასაც მსახიობი Volvo-ს რეკლამაში ახდენს.