"ბრავო რექორდსის" ახალი პროექტი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ცნობილი მომღერლები გაერთიანდნენ
”მე ვხედავ მზეს” - ეს ახალი მუსიკალური პროექტია, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ცნობილი მომღერლები მონაწილეობენ. პროექტზე მუშაობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით "ბრავო რექორდსი" იწყებს.
მუსიკალური პროექტი ”მე ვხედავ მზეს” CD ალბომის გამოცემას გულისხმობს, რომელშიც 10 სასიმღერო კოლაბორაცია შევა. პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი ცნობილი კომპოზიტორი და პროდიუსერი რუსა მორჩილაძე იქნება.
პროექტის მიზანია მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია და ხელშეწყობა. პროექტი დეკემბრის ბოლოს დასრულდება და CD ალბომის გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მოხმარდება.