თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია მავთულხლართებს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს - გიორგი მარგველაშვილი
თანამედროვე სამყაროში მავთულხლართებს სტრატეგიული მნიშვნელობა შეუძლებელია ჰქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, მაშინაც კი, როდესაც ბერლინის კედელი შენდებოდა, ნათელი იყო, რომ ის დაინგრეოდა, ასევეა მავთულხლართი, რადგან ეს არის არა სტრატეგიული, არამედ ადამიანებს შორის აგებული მავთული.
მისივე შეფასებით, გარკვეულწილად მავთულხლართი იმის ილუსტრაციაა, რომ ორმხრივი ურთიერთობები უკვე იმდენად ინტენსიურია, რომ მას გაჩერება სჭირდება. "სხვა მიზეზს მართლა ვერ ვხედავ. ვერცერთი სამხედრო ან თეორიტიკოსი მე ვერ ამიხსნის, რა როლი შეიძლება ჰქონდეს თანამედროვე სამყაროში მავთულხლართებს", - დასძინა მან.
იხილეთ ასევე: რუსეთი საქართველოში ისე არ იმოქმედებს, როგორც მოქმედებს უკრაინაში - გიორგი მარგველაშვილი
იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე