loader

ნიუ-იორკში ამერიკის მთავარი ნაძვის ხე აანთეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიუ-იორკში ამერიკის მთავარი ნაძვის ხე აანთეს

ნიუ-იორკის როკფელერის ცენტრში ამერიკის მთავარი ნაძვის ხე აანთეს. 23-მეტრიანი ნორვეგიული ნაძვის ხე 45 ათასი საახალწლო ნათურით არის მორთული, კენწეროზე კი სვაროვსკის სამი მეტრის სიგანის ვარსკვლავი ადგას. ყოველ წელს, ნაძვის ხის ანთების სანახავად, მანჰეტენის ცენტრში ათასობით ადამიანი იკრიბება. პირველად ამ ადგილას ნაძვის ხე 1931 წლის ზამთარში მუშებმა დადგეს, რომლებიც როკფელერის ცენტრს აშენებდნენ. საახალწლო ნათურების ანთების საზეიმო ცერემონია კი პირველად 1933 წელს გაიმართა. ტრადიციის მიხედვით, მანჰეტენზე საახალწლო ნაძვის ხეს პოპულარული შემსრულებლების კონცერტის თანხლებით დგამენ.