loader

"ხორცისმჭამელი" ნარკოტიკი - შემზარავი ვიდეო "კროკოდილის" მომხმარებლებზე (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხორცისმჭამელი" ნარკოტიკი - შემზარავი ვიდეო "კროკოდილის" მომხმარებლებზე (+18)

დაახლოებით ათი წლის წინ რუსმა ექიმებმა წამალდამოკიდებული ადამიანების სხეულზე იქამდე არნახული ფორმის და ფერის ჭრილობები შენიშნეს - არაერთგვაროვანი, ქერცლოვანი ლაქები, რომლებიც ნიანგის ტყავს მოგაგონებდათ. მიზეზი მალევე გახდა ცნობილი: პაციენტებმა ახალი წამლის კეთება დაიწყეს, რომელიც მორფინზე თითქმის ათჯერ ძლიერი, სწრაფადმოქმედი და მომაკვდინებელი იყო. ეს "ხორცისმჭამელი" ნარკოტიკი დეზომორფინია, იგივე "კროკოდილი".

იაფი და მარტივად მოსამზადებელი მომაკვდინებელი წამლის საფასურს მისი მომხმარებლები ძვირად იხდიან. წამლის ორგანიზმში შეყვანისთანავე სისხლძარღვები სკდება და მის ირგვლივ ქსოვილს კლავს. პროცესი ხშირად ძვლამდეც კი აღწევს. ამ შემზარავი ეფექტის გამო "კროკოდილს" კიდევ ერთი მეტსახელი აქვს: ზომბების წამალი. "კროკოდილის" მომხმარებლის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2-3 წელია.

იტალიელმა ფოტოგრაფმა ემანუელ სატოლიმ რუსი წამალდამოკიდებულების შემაძრწუნებელი ცხოვრება ფირზე აღბეჭდა. ურალში, ეკატერინბურგში მან რამდენიმე ნარკომანი გაიცნო, რომლებმაც გულწრფელად უამბეს იმაზე, რაც მათ ცხოვრებას ანგრევს...

ასევე იხილეთ: როგორ გამოიყურება ადამიანი, როცა ნარკოტიკის ზემოქმედებით "სხვა განზომილებაშია" (+18)