loader

ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში შევიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში შევიდა

იუნესკომ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

4 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ქალაქ ბაქოში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიას დაესწრო, სადაც სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდა.

2012 წლიდან კულტურის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა იუნესკოს ნომინაციაზე წარსადგენი დოკუმენტაცია. იუნესკოს მოთხოვნით, მომზადდა ქვევრის ღვინის დაყენების ამსახველი 10-წუთიანი დოკუმენტური ფილმიც, რომლის რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილია.

გთავაზობთ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმს "აქ ცხოვრობს ღვინო", რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე