loader

"ჩვენ თქვენი გვჯერა" - ირაკლი ფირცხალავამ რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს ჰიმნი დაუწერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ თქვენი გვჯერა" - ირაკლი ფირცხალავამ რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს ჰიმნი დაუწერა

სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის მოახლოებასთან დაკავშირებით, მუსიკოსმა ირაკლი ფირცხალავამ სიმღერა "ჩვენ თქვენი გვჯერა" (Мы в вас верим) ჩაწერა, რომელიც რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს მიუძღვნა. მუსიკა თავად ირაკლის ეკუთვნის. სიმღერის შექმნის იდეა კი მაშინ გაუჩნდა, როცა ნოვგოროდში ერთ-ერთი მეჩირაღდნე იყო.

"ყველას ჩვენ - მუსიკოსებს, სპორტსმენებს, გულშემატკივრებს - მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ოლიმპიადაზე. გვინდა, ჩვენმა სპორტსმენებმა იცოდნენ, რომ მათი გვჯერა და მთელი გულით ვგულშემატკივრობთ! მე იმედი მაქვს, რომ როდესაც ისინი ამ სიმღერას მოისმენენ, მოგების მეტი სურვილი გაუჩნდებათ", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

კლიპში მონაწილეობა მიიღეს რუსული შოუბიზნესის ცნობილმა სახეებმა: იოსებ კობზონმა, ანიტა ცოიმ, სატი კაზანოვამ, იულია კოვალჩუკმა, პიერ ნარცისმა და სხვებმა. ვიდეოკლიპში ცნობილ სპორტსმენებსაც იხილავთ - ტანმოვარჯიშე სვეტლანა ხორკინას, ჰოკეისტ პაველ ბურეს და მოკრივე ნიკოლაი ვალუევს.


ასევე იხილეთ:

სოსო პავლიაშვილი სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნეა

სოფო შევარდნაძე და თინა კანდელაკი ოლიმპიური ჩირაღდნებით პეტერბურგში

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე