loader

შს მინისტრმა განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შს მინისტრმა განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თბილისის მთავარ სამმართველოში განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი გახსნა.

დროებითი მოთავსების იზოლატორში ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. საკნებსა და დერეფნებში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, საკნები აღიჭურვა ახალი ავეჯით და ინვენტარით. დამონტაჟდა ანტივანდალური სანტექნიკა და დღე-ღამის რეჟიმის სანათები, რითაც დაკავებულის მიერ თვითდაზიანების ან თანამესაკნისთვის დაზიანების მიყენების შესაძლებლობა გამოირიცხა. შეკეთდა სავენტილაციო სისტემა, დროებით დაკავებულ პირთათვის მოეწყო საშხაპე ოთახი.

ასევე, გარემონტდა და ახალი ინვენტარით აღიჭურვა დასაკითხი ოთახები. განახლდა სამედიცინო პუნქტი და კეთილმოეწყო გასასეირნებელი ეზო.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, დროებითი მოთავსების იზოლატორების დერეფნებში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემა, რომლის მეშვეობით ხდება მონიტორინგი. ასევე, დაინერგა ახალი ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფა, რაც დროის რეალურ რეჟიმში 24-საათიანი დაკვირვების საშუალებას იძლევა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე