ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესზე უკრაინის დროშით
ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა - ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პროცესზე მხარდამჭერი სიტყვა წარმოთქვა და უკრაინის დროშაც გაშალა. მერაბიშვილმა მისი დაპატიმრება ტიმოშენკოს დაკავებას შეადარა და აღნიშნა, თავისუფალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად ჩავიდოდა უკრაინაში.
განცხადების შემდეგ მსჯავრდებულმა სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა. ვანო მერაბიშვილის თქმით, სხდომაზე დასწრებას აზრი არ აქვს, რადგან ბრალდების მხარე მუდმივად ერთსა და იმავე მოწმეებს კითხავს.
იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე