პირველმა თოვლმა ბათუმში პრობლემები შექმნა
დიდთოვლობამ აჭარაში პრობლემები შექმნა. ქედის რაიონში, სოფელ წონიართან ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა, რის გამოც ცენტრალური გზა ერთი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, თოვლის შედეგად ჩაქვში სახლი ჩამოინგრა.
დილიდან თოვს ბათუმშიც და გართულებულია ტრანსპორტის გადაადგილება. თბილისი-ბათუმის მიმართულებით სამგზავრო მატარებელმა, სავარაუდოდ, უამინდობის გამო ბათუმში ჩასვლა დააგვიანა.
ასევე, აჭარის რეგიონში სატელეფონო კავშირი შეზღუდულია, აჭარის მაღალმთიან რაიონებში კი სატელეფონო კავშირი საერთოდ ვერ ხერხდება. ბათუმში, ანგისის დასახლებაში ელექტროენერგიაც გამორთულია.
იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე