loader

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კონფერენცია "ჰოლიდეი ინში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კონფერენცია "ჰოლიდეი ინში"

სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კონფერენცია - "სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესები" გაიმართა.

როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ელდარ შენგელაიამ განაცხადა, აუცილებელია დროშებისა და სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესზე დახვეწილი კანონის მიღება.

"დახვეწილი კანონი დროშებისა და გერბების გამოყენების შესახებ არ გვაქვს. ძალიან შორს ვართ ევროპული წესებისგან. ამიტომ არის მისაღები კანონი, რომელიც დააწესებს, თუ როგორ უნდა იყოს გამოყენებული დროშები და სახელმწიფო სიმბოლოები. დღეს ძალიან ხშირად არასწორად კიდებენ დროშებს და ათავსებენ ასევე სახელმწიფო სიმბოლოებს როგორც სამინისტროები, ასევე სახელმწიფო უწყებები", - განაცხადა ელდარ შენგელაიამ.

დღევანდელ კონფერენციას ესწრებიან პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, სამინისტროებისა და სხვა უწყებების პროტოკოლის სამსახურისა და შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები.