შს მინისტრი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და საქართველოში წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მინისტრმა წითელი ჯვრის საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელსაც ორგანიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახორციელებს, ასევე, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებასთან დაკავშირებით შსს-სთან მის აქტიურ ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრა.
მხარეებმა ოკუპირებული ხაზის მიმდებარე სოფლებში შექმნილი ვითარება და იქ მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები განიხილეს. შს მინისტრმა აღნიშნა ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების მნიშვნელობა, რომლებშიც წითელი ჯვარი აქტიურად მონაწილეობს.