loader

კიმ ჩენ ინის ბიძა ქვეყნის ღალატისთვის სიკვდილით დასაჯეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიმ ჩენ ინის ბიძა ქვეყნის ღალატისთვის სიკვდილით დასაჯეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ბიძა, მისი მენტორი და რეჟიმის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა - 67 წლის ჩან სონ-ტეკი ქვეყნის ღალატისთვის სიკვდილით დასაჯეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩან სონ ტეკმა აღიარა სახელმწიფო გადატრიალებისა და ქვეყნის ხელისუფლების დამხობის მიზნით დაჯგუფების ფორმირების შესახებ. სასიკვდილო განაჩენი მას სამხედრო ტრიბუნალმა გამოუტანა და ქვეყნის ლიდერის ბიძა განაჩენის აღსასრულებლად პირდაპირ პოლიტბიუროს ერთ-ერთი სხდომიდან გაიყვანეს.

ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი ნათქვამია, რომ ქვეყნის მოღალატე ჩან სონ ტეკი ძაღლზე უარესი იყო. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ პროპაგანდისტული დოკუმენტური ფილმიდან ამოჭრა ყველა ის კადრი, სადაც ჩან სონ ტეკი ჩანდა.

ასევე იხილეთ:

როგორ ტირიან კორეელი ბავშვები კიმ ჩენ ინის დანახვისას

"პორნო" ვიდეო, რის გამოც კიმ ჩენ ინმა ყოფილი საყვარელი სიკვდილით დასაჯა