ლეიკემიით დაავადებული პატარების წერილები თოვლის ბაბუას და ლელა წურწუმია სტუმრად
ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს თოვლის ბაბუისთვის მიწერილი სურვილები უსრულდებათ. შვიდი წლის მარიამ კალანდაძემ თოვლის ბაბუას წერილი იაშვილის ბავშვთა კლინიკიდან გაუგზავნა - "ძვირფასო თოვლის ბაბუა! ძალიან გთხოვ, ლამაზი კონკიას ფორმა მომიტანე ჯადოსნური ჯოხით, ამ ჯოხს ვთხოვ, გვესტუმროს კონკია, შუა ქალაქის მსახიობები და ლელა წურწუმია მარიამთან ერთად",- წერდა პატარა მარიამი. მომღერლის სტუმრობა თოვლის ბაბუას შვიდი წლის ანა კაკაშვილმაც დააბარა.
მათი სურვილების ნაწილი უკვე შესრულდა - ლელა წურწუმია შვილთან ერთად იაშვილის კლინიკაში მივიდა და პატარა მარიამსა და ანას სხვა საჩუქრებთან ერთად, საკუთარი სიმღერების ალბომიც გადასცა.
მათი სურვილების ნაწილი უკვე შესრულდა - ლელა წურწუმია შვილთან ერთად იაშვილის კლინიკაში მივიდა და პატარა მარიამსა და ანას სხვა საჩუქრებთან ერთად, საკუთარი სიმღერების ალბომიც გადასცა.