loader

"მთავრობა მზადაა ნებისმიერ გამოწვევაზე დროული რეაგირებისთვის" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთავრობა მზადაა ნებისმიერ გამოწვევაზე დროული რეაგირებისთვის" - ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობა სრულ მზადყოფნაშია ნებისმიერ გამოწვევაზე დროული რეაგირებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

პრემიერის განმარტებით, მისი დავალებით, მინისტრები, მათი მოადგილეები აჭარაში იმყოფებიან და ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად ეცნობიან.

"თქვენ ასევე იცით, რომ მე შევქმენი კრიზისების მართვის დროებითი შტაბი. მინისტრები და მინისტრების მოადგილეები გავუშვით აჭარაში. ისინი ადგილზე ეცნობიან ვითარებას და ახდენენ ოპერატიულ რეაგირებას. ცუდი ამინდია. ასეთი განსაკუთრებული ოდენობის თოვლი დიდი ხანია, არ მოსულა, მაგრამ მთავრობა აბსოლუტურად მობილიზებულია და გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერ გამოწვევაზე დროული რეაგირებისთვის", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.