loader

არავითარი მუსიკა, მხოლოდ ვოკალი - Don't Speak-ი აკაპელაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არავითარი მუსიკა, მხოლოდ ვოკალი - Don't Speak-ი აკაპელაში

ამერიკაში მუსიკალური გასართობი შოუ The Sing-Off-ის მეოთხე სეზონის პრემიერა შედგა, სადაც მონაწილეობენ ჯგუფები, რომლებიც მხოლოდ აკაპელაში მღერიან. კონკურსანტებს მუსიკის გარეშე უწევთ სიმღერების შესრულება. შოუს პრემიერა 2009 წლის 14 დეკემბერს შედგა. წელს ცვლილებაა ჟიურიში: მომღერალი სარა ბარელისი, რომელმაც ადრე ნიკოლ შერზინგერი შეცვალა, ჯუელმა ჩაანაცვლა. ჟიურის შემადგენლობაში რჩებიან წინა წლების წევრები: ბენ ფოლდსი (ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი) და შონ სტოკმანი (Boyz II Me-ის წევრი).

ახალ სეზონში 10 ვოკალური ჯგუფი იღებს მონაწილეობას, აქედან ოთხი გუნდი უკვე გამოეთიშა კონკურსს. 16 დეკემბერს გასულ ეპიზოდში ერთ-ერთი წარმატებული გამოსვლა ჯგუფ VoicePlay-ს ჰქონდა, რომელმაც ჯგუფ No Doubt-ის ცნობილი სიმღერა Don't Speak შეასრულა.