მასწავლებელთან ჩახუტების გამო მოზარდი სკოლიდან გააგდეს
ამერიკის ქალაქ დულუტში 17 წლის მოსწავლე სემ მაკნეირი ერთი წლით მეცადინეობას ჩამოაცილეს მასწავლებელზე "სექსუალური ძალადობისთვის" - იგი მასწავლებელს ჩაეხუტა. თავად მოსწავლემ საკუთარი საქციელი სიკეთით ახსნა. "არასდროს იცი, რა აქვს ადამიანს სულში. ჩახუტებასაც კი შეუძლია დახმარება", - განაცხადა მაკნეირმა CNN-თან ინტერვიუში.
საკლასო ოთახში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერზე კარგად ჩანს, როგორ ეხუტება მოსწავლე მასწავლებელს, მაგრამ იგი მას უმალვე იშორებს. როგორც სკოლის მოხსენებაშია ნათქვამი, ჩახუტების დროს სემის ტუჩები და ლოყები მასწავლებლის ყელს შეეხო და სწორედ ეს ფაქტი გახდა ბრალდების საფუძველი. თავად მოსწავლე ამბობს, რომ მასწავლებლისთვის არ უკოცნია.
ფაქტით აღშფოთებულია მოზარდის დედა ეიპრილ მაკნეირი. ქალის თქმით, ვაჟს მან ასწავლა ჩახუტება. მოზარდის დედა სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე