გულისამაჩუყებელი საშობაო რეკლამა Apple-ისგან
Apple-ის ახალი სარეკლამო რგოლი ოჯახურ ურთიერთობებს ეხება. ვიდეოს გმირები ოჯახის წევრები არიან, რომლებიც საახალწლო დღესასწაულისთვის ერთად იკრიბებიან. ოჯახურ გართობებსა და თამაშობებში არ ერთვება მოზარდი ბიჭი, რომელსაც გამუდმებით iPhone 5s-ში აქვს თავი ჩარგული, თუმცა მოგვიანებით ირკვევა, რომ მოზარდი ოჯახს არაჩვეულებრივ სიურპრიზს უმზადებდა...