ლონდონში თეატრის ჭერი სპექტაკლის დროს ჩამოინგრა - დაშავებულია 76 ადამიანი
76 ადამიანი დაშავდა ლონდონში, ცნობილი თეატრის, "აპოლოს" ჭერის ჩამონგრევის შედეგად. "ბიბისი"-ს ინფორმაციით, დაშავებულთაგან შვიდი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.
"აპოლოს" ჭერი იმ დროს ჩამოინგრა, როცა სპექტაკლი მიმდინარეობდა და დარბაზი სავსე იყო მაყურებლით. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, თეატრში ჭერის ჩამონგრევის მომენტში 700 ადამიანი იმყოფებოდა.
"აპოლოს" ხელმძღვანელთა თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.