loader

რომელი ავტომობილები ლიდერობენ ამ დროისთვის "ოქროს საჭე 2013"-ის კონკურსში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელი ავტომობილები ლიდერობენ ამ დროისთვის "ოქროს საჭე 2013"-ის კონკურსში

ჟურნალ "აუტობილდ საქართველოს" კონკურსი "ოქროს საჭე 2013 "გრძელდება.  კონკურსში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი მოდელები მონაწილეობს.

პრესტიჟული საავტომობილო დაჯილდოება "ოქროს საჭე 2013"-ის ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრა მედიის" საიტებზე, ასევე "ვისოლის" ვებგვერდზე და "ფეისბუქით" არის შესაძლებელი. ხმის მიცემა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და იანვარში საზეიმო დაჯილდოებით დასრულდება.

რომელი ავტომობილები ლიდერობენ ამ დროისთვის კონკურსში, ამასთან დაკავშირებით, ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" ეთერში ჟურნალ "აუტობილდ საქართველოს" მარკეტინგის მენეჯერმა ლაშა წიკლაურმა და კომპანია "ჯითი მოტორსის" მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის უფროსმა, გიგა თათულიშვილმა ისაუბრეს.

შეგახსენებთ: რჩეული ავტომობილის გამოვლენა "პალიტრა მედიის" რამდენიმე ვებგვერდზე - www.autobild.ge, ambebi.ge, adami.ge, palitratv.ge, იქნება შესაძლებელი. ამისთვის აუცილებელია, ავტომოყვარულმა მონაწილეობა მიიღოს გამოკითხვაში და ხმა მისცეს მისთვის სასურველ ავტომობილს. ხმის მიცემა ასევე შეიძლება სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" მეშვეობით.

იხილეთ გადაცემა "საქმე" სრულად