loader

"იყავი ნამდვილი" - ახალი ანტინარკოტიკული კამპანია ახალგაზრდებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იყავი ნამდვილი" - ახალი ანტინარკოტიკული კამპანია ახალგაზრდებისთვის

"იყავი ნამდვილი" - ამ სახელწოდებით საქართველოში ახალი ანტინარკოტიკული კამპანია დაიწყო. კამპანია ერთ წლიანია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და ნარკოტიკების მოხმარების საფრთხეების შესახებ ინფორმირებას ისახავს მიზნად. "იყავი ნამდვილი" ითავლისწინებს საინფორმაციო მასალების, სარეკლამო რგოლების, სატელეფონო ხაზის შექმნას და საგანმანათლებლო კამპანიების მოწყობას. პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდი საზოგადოებრივ გაერთიანება "ბემონთან" ერთად ახორციელებს.