loader

"გრძელი, ნათელი დღეები" "ოსკარის" ნომინანტთა შორის ვერ მოხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გრძელი, ნათელი დღეები" "ოსკარის" ნომინანტთა შორის ვერ მოხვდა

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი "გრძელი, ნათელი დღეები", რომელიც "ოსკარის" 86-ე დაჯილდოვების საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად იყო წარდგენილი, შესაძლო მომინანტთა სიაში ვერ მოხვდა.

კინოაკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ცხრა ფილმი, რომელიც ამერიკის კინოაკადემიამ უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში წარდგენილი 76 ფილმიდან შეარჩია.

"ოსკარის" 86-ე დაჯილდოების უცხოენოვანი ფილმებს შორის პირველ ეტაპზე მოხვდნენ The Broken Circle Breakdown (ფელიქს ვან გრონინგენი, ბელგია), An Episode in the Life of an Iron Picker (დენის ტანოვიჩი, ბოსნია და ჰერცოგოვინა), The Missing Picture (რიტი პანი, კამბოჯა), The Hunt (ტომას ვინტერბერგი, დანია), Two Lives (გეორგ მაასი, გერმანია), The Grandmaster (ვონგ კარ-ვაი, ჰონგ კონგი), The Notebook (იანუშ სასი), The Great Beauty (პაოლო სორენტინო, იტალია), Omar (ჰანი აბუ ასადი, პალესტინა).

ამ ცხრა ფილმიდან საბოლოოდ ხუთი ფილმი შეირჩევა, რომელიც "ოსკარის" 86-ე დაჯილდოვების უცხოენოვანის ფილმის ნომინაციაში იქნებიან წარდგენილი. შერჩეულ ხუთ ფილმს კინოაკადემია იანვარში დაასახელებს.