უბედური შემთხვევა თბილისში - სამარშრუტო ტაქსს სარეკლამო ბანერი დაეცა
უბედური შემთხვევა მოხდა კახეთის გზატკეცილზე, - ინფორმაციას ამის შესახებ ”რუსთავი 2” ავრცელებს. სამარშრუტო ტაქსს, რომელიც ვაზიანიდან თბილისისკენ მოდიოდა, სარეკლამო ბანერი დაეცა. დაშავდა სამი ადამიანი. ისინი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ბანერის არასწორად დამონტაჟებამ გამოიწვია.