ავტომატ "კალაშნიკოვის" გამომგონებელი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 95 წლის ასაკში ცნობილი ავტომატის, АК-47-ის გამომგონებელი, გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ ტიმოფეევიჩ კალაშნიკოვი გარდაიცვალა.
კალაშნიკოვი 1919 წელს ალტაის გუბერნიაში დაიბადა, ის ოჯახში მე-17 შვილი იყო. მიხაილი ბავშვობიდან გატაცებული იყო ტექნიკით და ფიზიკით და უკვე 1938 წელს გამომგონებლის თვისებები შეიმჩნეოდა მასში. მსოფლიო ომის დროს კალაშნიკოვი დაიჭრა და საავადმყოფოში ყოფნის დროს გაუჩნდა იდეა ავტომატური იარაღის შექმნის.
ომის შემდეგ მის მიერ შექმნილმა იარაღმა მსოფლიოში სახელი გაითქვა. "კალაშნიკოვით" აღჭურვილი იყო საბჭოთა არმია. თავად კონსტრუქტორის ხელმძღვანელობით, ამ ავტომატის მრავალი მოდიფიკაცია გამოვიდა.
ასეთი მძიმე სამუშაო კალაშნიკოვის ჯანმრთელობაზე აისახა: ტირის ხშირი მონახულების და პოლიგონზე სროლების გამო მან სმენა დაიზიანა, რომლის გამოსწორება თანამედროვე მედიცინითაც ვერ მოახერხეს.