ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ აინთო
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ აინთო. ნაძვის ხის ანთებას წინ თოვლის ბაბუასა და სანტა კლაუსის შემოსვლა უძღოდა. თოვლის ბაბუამ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და ამცნო, რომ ხვალიდან მთაწმინდის პარკში დაბინავდება და მასთან მისულ პატარებს ტკბილეულით და საჩუქრებით გაუმასპინძლდება. ნაძვის ხის ანთებამდე პარლამენტის შენობასთან შეკრებილი სტუმრების გამხიარულებაზე სხვადასხვა მულტლფილმისა და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. ნაძვის ხის ანთების შემდეგ სანტა კლაუსები სადღესასწაულოდ მორთულ ავტობუსებში ჩასხდნენ, რომლითაც მთელ ქალაქს შემოივლიან.
ნახეთ ვიდეო georgianews.ge-ზე
ნახეთ ვიდეო georgianews.ge-ზე