შესანიშნავი ხმა და ღირსეული გამარჯვება - რუსული Voice 25 წლის მომღერალმა მოიგო
27 დეკემბერს რუსული Voice-ის ფინალი გაიმართა, სადაც გამარჯვებულად მწვრთნელ ალექსანდრ გრადსკის გუნდის წევრი, 25 წლის სერგეი ვოლჩკოვი დასახელდა. მეორე ადგილზე ნარგიზ ზაკიროვა გავიდა, მესამეზე ქართველი მომღერალი გელა გურალია, ხოლო მეოთხეზე თინა კუზნეცოვა. კოკურსანტებს სამ-სამი სიმღერის შესრულება მოუწიათ, მათ შორის ერთი თავიანთ მწვრთელებთან ერთად. ჯამში ფინალში 1 მილიონზე მეტი ხმა შევიდა. სმს-ებიდან შემოსული თანხა მთლიანად ავადმყოფ ბავშვებს გადაეცემათ.
ასევე იხილეთ: "ის მომღერალი არაა, ის ანგელოზია" - რამ აატირა რუსული Voice-ის ჟიური
ასევე იხილეთ: "ის მომღერალი არაა, ის ანგელოზია" - რამ აატირა რუსული Voice-ის ჟიური