დუბაის გრანდიოზული საახალწლო ფოიერვერკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
დუბაიმ 2014 წლის დადგომა განსაკუთრებული ფოიერვერკით აღნიშნა. მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის, ბურჯ ხალიფას ირგვლივ შეკრებილი ათიათასობით ადგილობრივი და ტურისტი 6 წუთის განმავლობაში ადევნებდა თვალს ფანტასტიკურ სანახაობას, რომელზეც 500 ათასამდე ფოიერვერკი დაიხარჯა. ეს სიამოვნება ქალაქის ხელისუფლებას 6 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ამ მონაცემებით, დუბაი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა და ყველაზე გრანდიოზული ფოიერვერკის ტიტული 2012 წლის რეკორდსმენ ქუვეითს ჩამოართვა.
ასევე იხილეთ: დუბაის შადრევანი უიტნი ჰიუსტონის ჰიტზე ცეკვავს
ამ მონაცემებით, დუბაი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა და ყველაზე გრანდიოზული ფოიერვერკის ტიტული 2012 წლის რეკორდსმენ ქუვეითს ჩამოართვა.
ასევე იხილეთ: დუბაის შადრევანი უიტნი ჰიუსტონის ჰიტზე ცეკვავს