loader

ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ სოჭში ჰოკეი ითამაშეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ სოჭში ჰოკეი ითამაშეს

სოჭში ოლიმპიური ობიექტების დათვალიერების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა პირადად შეემოწმებინა ყინული, სადაც ოლიმპიური თამაშების დროს ჰოკეის მატჩები გაიმართება. პუტინს კომპანიონობა ალექსანდრ ლუკაშენკომ გაუწია, რომელიც ასევე სოჭში იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტი ყინულზე 11 ნომრიანი მაისურით გავიდა, ხოლო ლუკაშენკო - 1-ით. ორივე პრეზიდენტი ერთ გუნდში ცნობილ ჰოკეისტ პაველ ბურესთან ერთად მოხვდა. პუტინის გუნდის წინააღმდეგ ოლიმპიური ჩემპიონები, ბიზნესმენები და ჩინოვნიკები თამაშობდნენ. საბოლოოდ ლუკაშენკოს და პუტინის გუნდმა ანგარიშით 12:3 დაამარცხა მოწინააღმდეგეთა გუნდი.