loader

ლურდის სასწაულები - ადგილი, სადაც მომლოცველთა ნაკადი არ წყდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლურდის სასწაულები - ადგილი, სადაც მომლოცველთა ნაკადი არ წყდება

ფრანგული ქალაქი ლურდი კათოლიკურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საპილიგრიმო ადგილია. პატარა ქალაქი იმითაა განთქმული, რომ 1858 წელს აქ გლეხის გოგონას, ბერნადეტ სუბირუს, ქალწული მარიამი 18-ჯერ გამოეცხადა. მოგვიანებით რომის კათოლიკურმა ეკლესიამ სასწაული სარწმუნოდ სცნო და ლურდესი საპილიგრიმო ქალაქად დააკანონა, ხოლო გოგონა, რომელმაც ქალწული მარიამი იხილა, წმინდანად შერაცხა.

ოფიციალური ცნობებით, ყოველწლიურად ლურდს 5 მილიონამდე მომლოცველი სტუმრობს. მათ შორის სჭარბობენ განუკურნებელი ან მძიმე სენით დაავადებული ადამიანები, რომელთა დიდი ნაწილი დამოუკიდებლად გადაადგილებასაც ვერ ახერხებს.

ლურდში სპეციალური სამედიცინო ბიურო შეიქმნა, რომელიც პილიგრიმების განკურნების შემთხვევებს სწავლობს. წლების მანძილზე 7 ათასამდე ადამიანი განიკურნა, რომელთაც სწამთ, რომ ავადმყოფობა სწორედ ლურდის წმინდა ქალწულის შემწეობით დაამარცხეს. თუმცა რომის კათოლიკურმა ეკლესიამ, შესწავლის შემდეგ, მხოლოდ 68 შემთხვევა აღიარა სასწაულად.

მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე ბოლო დღეებში მომლოცველთა სიმრავლემ "ფეისბუქის" მომხმარებლებს სწორედ ლურდის გამოქვაბულის პილიგრიმები გაახსენათ. შეგახსენებთ, შობამდე ორი დღით ადრე მცხეთაში წმინდანის საფლავზე მომლოცველთა რაოდენობა ერთიათად გაიზარდა, რაც დაკავშირებული იყო გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომ ამ პერიოდში საფლავზე რწმენით მისულ ადამიანებს ორი სურვილი აუსრულდებოდათ.

იხილეთ: მომლოცველთა რიგები მამა გაბრიელის საფლავთან - ვინ რას სთხოვს წმინდანს