რომის პაპმა თავისი ძველი მეგობარი "პაპმობილით" გაასეირნა
პაპმა ფრანცისკემ თავისი მეგობარი "პაპმობილით" გაასეირნა. წმინდა პეტრეს მოედანზე ტრადიციული მსვლელობის დროს ფრანცისკმა ხალხში ბუენოს-აირესელი ნაცნობი მღვდელი დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ რომის პაპის მორწმუნეებთან კავშირს ამ დროს მკაცრი პროტოკოლი არეგულირებს, პაპს ძველი მეგობრის დანახვა ისე გაუხარდა, რომ პროტოკოლი დაარღვია, გადაეხვია და "პაპმობილით" გაასეირნა.