შაია ლებოფმა როლის მისაღებად "ნიმფომანის" შემქმნელებს სასქესო ორგანოს ფოტო გაუგზავნა
კინომოყვარულები მოუთმენლად ელიან ლარს ფონ ტრიერის ახალი ფილმის "ნიმფომანის" გამოსვლას. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს 27 წლის მსახიობი შაია ლებოფი ასრულებს. შაიამ ერთ-ერთი ბოლო იტერვიუს დროს გაიხსენა, თუ როგორ მოხვდა ფილმში: "ჩემმა აგენტმა ფილმის სცენარი შემომთავაზა, არც კი ვიცოდი რა როლზე იყო საუბარი, ისე დავთანხმდი. პირველი ინფორმაცია, რაც მივიღეთ მათგან და რაც არასოდეს დამავიწყდება, იყო ის, რომ ფილმის შემქმნელებმა ჩემი პენისის ფოტოს გაგზავნა მოითხოვეს" - ამბობს შაია.
სკანდალური რეჟისორის უახლესი ფილმი ნიმფომანი ქალის ეროტიკულ თავგადასავლებზე მოგვითხრობს, დაბადებიდან 50 წლამდე. "ნიმფომანის" პრემიერა 2014 წლის გაზაფხულზე შედგება.
სკანდალური რეჟისორის უახლესი ფილმი ნიმფომანი ქალის ეროტიკულ თავგადასავლებზე მოგვითხრობს, დაბადებიდან 50 წლამდე. "ნიმფომანის" პრემიერა 2014 წლის გაზაფხულზე შედგება.