loader

რუსეთში მოკლულ ქართველ "კანონიერ ქურდს" საკუთარი საბავშვო ბაღი ჰქონდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში მოკლულ ქართველ "კანონიერ ქურდს" საკუთარი საბავშვო ბაღი ჰქონდა

კრიმინალურ სამყაროში ცნობილი 49 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" დათო მელქაძე, იგივე Дато Потийский, კრასნოგორსკის საავადმყოფოში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, მას საკუთარი საბავშვო ბაღი ჰქონდა და 11 იანვარს სავაჭრო ცენტრში ძიძასა და მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად სწორედ ბაღისთვის საჭირო ინვენტარის შესაძენად იყო მისული. დაქირავებულმა მკვლელმა მისი მისამართით რამდენიმე ტყვია გაისროლა. ამის შემდეგ მძიმედ დაჭრილი კრიმინალური ავტორიტეტი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, დათო მელქაძეს ქურდულ სამყაროში ბრალი დასდეს ქუთაისელი კრიმინალური ავტორიტეტის, ავთანდილ ჩიხლაძის, იგივე "კვეჟოს" და მისი მეუღლის მკვლელობაში. ამის გამო დათო მელქაძეს კრიმინალური ავტორიტეტები 20 წლის განმავლობაში ეძებდნენ და მასზე შური იძიეს. 2011 წელს მელქაძე კრასნოგორსკის პოლიციამ დააკავა. მას კუთვნილ ავტომანქანაში რამდენიმე გრამი ჰეროინი აღმოუჩინეს. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც მისი დაკითხვისასაა გადაღებული.

იხილეთ ასევე: როგორ მოკლეს ქართველი "კანონიერი ქურდი" დათო მელქაძე - ექსკლუზიური კადრები