მანქანის გამტაცებელი ქალი პოლიციისგან თავის დასაღწევად გაყინულ მდინარეში გადახტა
ამერიკაში, ორეგონის შტატში მანქანის გამტაცებელი ქალი პოლიციისგან თავის დასაღწევად გაყინულ მდინარეში გადახტა. 26 წლის რებეკა ჰამფრისს პოლიციელები რამდენიმე მილის მანძილზე დიდი სიჩქარით მისდევდნენ. სამართალდამცავებისგან გასაქცევად ქალმა უკიდურეს ხერხს მიმართა - ხიდზე მოპარული მანქანიდან გადმოვიდა და პოლიციელების გაფრთხილების მიუხედავად გაყინულ წყალში ჩახტა. ეს კადრები ხიდზე დამონტაჟებულმა საგზაო უსაფრთხოების კამერამ გადაიღო. რებეკა მდინარიდან მაშინვე ამოიყვანეს და მცირე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.