loader

"შეხვალ შენობაში და იქნები ქუთაისში" - თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა შესაძლოა, ქუთაისს გადაეცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეხვალ შენობაში და იქნები ქუთაისში" - თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა შესაძლოა, ქუთაისს გადაეცეს

თბილისში, რუსთაველის 8-ში მდებარე პარლამენტის შენობა შესაძლოა, ქუთაისს გადაეცეს და ტერიტორიაც, რომელზეც პარლამენტის ისტორიული შენობაა განთავსებული, ქუთაისის გახდეს.

არ არის გამორიცხული, საპარლამენტო საქმიანობის თბილისში განახლების მიზნით მმართველმა გუნდმა სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ჩანაწერს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია, შეცვლის პერსპექტივა ჯერ არ აქვს.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების ერთ-ერთ ვარიანტად რუსთაველის #8-ის ქუთაისისთვის მიკუთვნება განიხილება.

აღნიშნულ თემაზე ღიად საუბრობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, რომლის განმარტებითაც, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები აპრობირებულია, როგორც საქართველოში, ასევე ზოგადად, საერთაშორისო პრაქტიკაში. ტყემალაძის თქმით, პარლამენტის თბილისში დაბრუნებისთვის ასეთი სქემის გამოყენება პირადად მისი იდეაა.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია