რიჩარდ ნორლანდმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში "პულიცერის კუთხე" გახსნა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა "პულიცერის კუთხე" გახსნა. კუთხე პულიცერის პრემიის გამარჯვებული ავტორების ლიტერატურით არის დაკომპლექტებული, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას აშშ-ის საელჩომ საჩუქრად გადასცა.
მსოფლიოს ერთ-ერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატების 137 წიგნის დახმარებით, ქართველ მკითხველს საშუალება ექნება, გაეცნოს XX და XXI საუკუნეების ყველაზე ცნობილ და აღიარებულ ამერიკელ ავტორებს, რომელთა დიდი ნაწილის ქართული თარგმანი ჯერჯერობით არ არსებობს.