loader

საყოველთაო აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები თებერვლიდან გაგრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საყოველთაო აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები თებერვლიდან გაგრძელდება

საყოველთაო აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები თებერვლიდან გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის მეოთხე სხდომაზე მიიღეს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, წინამოსამზადებელი სამუშაოები აპრილის ბოლომდე დასრულდება.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თენგიზ ცეკვავას თქმით, თებერვლიდან აღმწერები ყველა რეგიონში ყველა ოჯახში მივლენ.