loader

მოკლული ზურა ტარყაშვილის დედის თქმით, მისი შვილის მკვლელებს მარგველაშვილი და წულუკიანი მფარველობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოკლული ზურა ტარყაშვილის დედის თქმით, მისი შვილის მკვლელებს მარგველაშვილი და წულუკიანი მფარველობენ

რუსთაველის გამზირზე მოკლული ზურა ტარყაშვილის დედა თამილა კოჭლამაზაშვილი პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და ახალ მთავარ პროკურორს მიმართავს და მისი შვილის მკვლელობის საქმის ბოლომდე გამოძიებას მოითხოვს. როგორც კოჭლამაზაშვილი აცხადებს, მკვლელობაში ხუთი პირი მონაწილეობდა და მათგან მხოლოდ სამია გასამართლებული.

ტარყაშვილის დედის თქმით, კიდევ ორი პირის - დავით ჯოხაძისა და მინდია გოგოჭურის მიმართ გამოძიება შეგნებულად ჭიანურდება, რადგან ჯოხაძეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ხოლო მინდია გოგოჭურს - პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მფარველობენ. მოკლულის დედამ ჟურნალისტებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც გადასცა, საიდანაც, მისი თქმით, ჯოხაძის და გოგოჭურის მკვლელობაში მონაწილეობა დასტურდება.