ქართველი მუსიკოსები უკრაინისთვის - "არტარეას" აქცია-კონცერტი თბილისში
უკრაინის მხარდასაჭერად "არტარეას" ორგანიზებით აქცია-კონცერტი გაიმართა. აქციაში სხვადასხვა მიმართულების მუსიკალური ჯგუფები და ცალკეული ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ. როგორც "არტარეას" დირექტორმა განაცხადა, უკრაინელმა ხელოვანებმა ქართველ კოლეგებს მიმართეს თხოვნით, მხარი დაეჭირათ მათი ქვეყისთვის. თბილისურ აქცია-კონცერტში მონაწილე ცნობილი მომღერლების აზრით, უკრაინელ ხალხს დღეს ყველა მხარში უნდა დაუდეგს.